საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ქუთაისში მოღვაწე ადვოკატებთან შეხვედრა გამართა

30 ივლისი 2014

საქართველოს  ადვოკატთა  ასოციაციის  თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი ქუთაისში მოღვაწე ადვოკატებს შეხვდა.
სადაც განიხილებოდა ადვოკატის პროფესიული უფლებამოსილების განხორციელების საკითხები, დაგროვილი პრობლემები და საჭიროებები. ასევე, ადვოკატთა ასოციაციის სტრატეგიით გათვალისწინებული  აქტივობები, რომელიც დამტკიცებული იქნა აღმასრულებელი საბჭოს მიერ.

 ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ადვოკატთა ინსტიტუციურ დევნაზე  და   წინადადება წამოაყენა ქუთაისში შეიქმნას ადვოკატის უფლებათა დაცვის ქვეკომისია, რომელიც შეისწავლის ადვოკატის უფლებათა დარღვევის ფაქტებს და შეიმუშავებს რეკომენდაციებს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოზე განსახილველად.  მსჯელობის შემდეგ  გადაწყდა, რომ ადვოკატის  უფლებათა დაცვის კომისიას  უხელმძღვანელებს ადვოკატი  დალი სულაქველიძე.  ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ შეხვედრა პოზიტიურად და სასარგებლოდ მიიჩნია. ქუთაისელი ადვოკატების თხოვნით გადაწყდა, რომ შეხვედრები ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარესთან და აღმასრულებელი საბჭოს წევრებთან გაიმართება თვეში ერთხელ, სადაც განხილული იქნება მიმდინარე პრობლემები და საინტერესო წინადადებები ადვოკატის პროფესიის იმიჯის გაზრდის თვალსაზრისით. რეგიონებში ადვოკატის პროფესიის განვითარების მიზნით, ქუთაისში შეიქმნება  სისხლის სამართლის და  სამოქალაქო საქმეთა კომისიები.

 

ზაზა ხატიაშვილი ადვოკატებთან შეხვედრებს  ბათუმში  განაგრძობს. 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი